გოროზია და რუხაია რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებენ
Aa
Aa

გოროზია და რუხაია რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებენ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-ფეხბურთელი გიორგი გოროზია კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით 25 წლის ნახევარმცველმა ბრიანსკის ''დინამოსთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მას 2020 წელი გაუცდა, 2019 წლის მიწურულს ''ლოკომოტივიდან'' წასვლის შემდეგ უკლუბოდ იყო.

2014-16 წლებში გიორგი გოროზია ''სტაბეკში'' ასპარეზობდა. განსაკუთრებით წარმატებული 2015 წელი გამოვიდა, როცა ''სტაბეკს'' ბობ ბრედლი წვრთნიდა და გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მას ასევე უთამაშია ფინურ ''როვანიემში'', 2018 წელს ფინეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მასთან ერთად რუსულ კლუბში ამპლუით მცველი გუჯა რუხაია იასპარეზებს, რომელსაც რუსეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 33 წლის მცველმა ნალჩიკის ''სპარტაკის'' მაისურით 2011-12 წლებში რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშა, ბოლო წლებში კი თბილისის ''დინამოსა'' და ''სამტრედიაში'' გამოდიოდა.

რუსეთის რანგით მეორე ლიგაში 22 გუნდი ასპარეზობს. ბრიანსკის ''დინამო'' 21 ქულით მე-20 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები