ვითარება შეიცვალა - რამოსი რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
Aa
Aa

ვითარება შეიცვალა - რამოსი რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

ესპანურ პრესაში „რეალის“ ქომაგთათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. Marca, El Espanyol და Gol Tv იუწყებიან, რომ „სამეფო კლუბის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი „ბლანკოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა.

Marca-ს ცნობით, მადრიდელთა კაპიტანსა და ფლორენტინო პერესს შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები სისტემატურად მიდიოდა და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მათი ურთიერთობა არ გაფუჭებულა. ესპანური გაზეთის მიხედვით, რამოსის საგა უახლოეს პერიოდში დასრულდება და იგი საკუთარ მომავალს „რეალს“ დაუკავშირებს.

ამ ინფორმაციას El Espanyol-იც ადასტურებს და კონტრაქტის დეტალებზე წერს. გამოცემის თანახმად, რამოსი ხელშეკრულებას 2023 წლამდე გააფორმებს და მისი ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება. რამოსის ხელფასი 10 პროცენტით შემცირდება, რაც კორონავირუსის პანდემიისგანაა გამოწვეული.

საინტერესოა ის, რომ El Espanyol-ის ცნობით, „რეალის“ ლიდერს სხვა კლუბებისგან წინადადება არ მიუღია და ერთადერთი, ვინც მას შეთავაზება გაუკეთა, „ბლანკოსი“ გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები