ჩელსის გეგმები - ჰოლანდი და უზარმაზარი სატრანსფერო ბიუჯეტი
Aa
Aa

ჩელსის გეგმები - ჰოლანდი და უზარმაზარი სატრანსფერო ბიუჯეტი

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი თანხების დახარჯვას აპირებს. „არისტოკრატები“ შემადგენლობის გასაძლიერებლად უკან არაფერზე დაიხევენ და რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ.

Bild-ის ინფორმაციით, „ლურჯების“ მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის ხელმძღვანელებს ერლინგ ბრაუტ ჰოლანდისთვის ბრძოლაში მწვანე აუნთო. „არისტოკრატები“ მზად არიან, ნორვეგიელის სანაცვლოდ სერიოზული თანხები გადაიხადონ და გეგმავენ, რომ ტომას ტუხელის ფაქტორი სათავისოდ გამოიყენონ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ჰოლანდის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზე მიდის საუბარი, თუმცა კონკრეტული გვარები არ სახელდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ „ჩელსი“ ზაფხულში უზარმაზარი თანხის დახარჯვას გეგმავს. აბრამოვიჩს სურს, რომ მისმა კლუბმა კონკურენტებზე მეტი გაიღოს და ლონდონელთა სატრანსფერო ბიუჯეტი დაახლოებით 260 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელის „სტემფორდ ბრიჯზე“ მოსვლის შემდეგ, „ჩელსი“ შესანიშნავად გამოიყურება და „ლურჯებს“ ჯერჯერობით არ წაუგიათ. გერმანელმა სპეციალისტმა თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრაც მოაგებინა და სტუმრად „ატლეტიკო“ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები