UEFA რუხის აკადემიაზე: ბრწყინვალე მომავალი ქართველი ტალანტებისთვის
Aa
Aa

UEFA რუხის აკადემიაზე: ბრწყინვალე მომავალი ქართველი ტალანტებისთვის

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი სოფელ რუხში აშენებული აკადემიის შესახებ წერს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე საფეხბურთო აკადემია UEFA-ს HatTrick-ისა და FIFA-ს FORWARD-ის პროგრამების დახმარებით განხორციელდა. რუხის აკადემიის დახმარებით ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს ბრწყინვალე მომავალი ელოდებათ. ცხადია, შრომისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე.

ახალი აკადემიური წლიდან რუხის აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელი იცხოვრებს, შერჩეული ფეხბურთელებით 15 და 16-წლამდე გუნდებს დააკომლექტებენ. მათი ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს ფედერაცია დაფარავს.

აღნიშნულ სტატიაში სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კომენტარიცაა. ''შალკეს'' ექს-ნახევარმცველი ბრწყინვალე პროექტის დასრულებით ძალიან მოხარულია. აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების გარდა პროექტი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განათლების მიღებასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.

გახსნაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და სფფ-ის მაღალჩინოსნები, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი და ალექსანდრე იაშვილი იღებდნენ. მოგეხსენებათ, გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და UEFA-მ კი აღნიშნული აკადემიის გახსნის შესახებ სტატია ახლახანს გამოაქვეყნა.

აკადემიის გუნდების გარდა აღნიშნული ბაზით ადგილობრივი კლუბები, სამოყვარულო და ქალთა გუნდები ისარგებლებენ. 

შეგახსენებთ, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები