რეინჯერსი VS ანტვერპენი - ეს მატჩი ევროპის ლიგის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

რეინჯერსი VS ანტვერპენი - ეს მატჩი ევროპის ლიგის ისტორიაში შევიდა

ევროპის ლიგის პლეი ოფი გრძელდება. გულშემატკივრებმა რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი იხილეს, თუმცა გამოსარჩევი "რეინჯერსისა" და ბელგიური "ანტვერპენის" შეხვედრა გახლავთ.

პირველ მატჩში სტივენ ჯერარდის შეგირდებმა მეტოქე 4:3 დაამარცხეს. დღეს კი განმეორებით შეხვედრაში გლაზგოელებმა 5:2 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. 

ორი მატჩის ჯამში ხსენებულმა გუნდებმა 14 გოლი გაიტაინეს(9:5 "რეინჯერსის" სასარგებლოდ). ეს კი ევროპის ლიგის რიგით მე-2 რეკორდია. ამდენი გოლი 2-მატჩიან დაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ, 2007/2008 წლების სეზონში "ჰელსინბორგისა" და "ჰერენვენის" შეხვედრაში გავიდა. შვედებმა ნიდერლანდელები ჯამში 8:6 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ გლაზგოს "რეინჯერსის" შემდეგი მოწინააღმდეგე წილისყრის შედეგად გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები