11 მორაგბე და 2 მწვრთნელი დაინფიცირდა - საფრანგეთი VS შოტლანდია გადაიდო
Aa
Aa

11 მორაგბე და 2 მწვრთნელი დაინფიცირდა - საფრანგეთი VS შოტლანდია გადაიდო

კვირას, 28 თებერვალს 6 ერის ეგიდით მნიშვნელოვანი დაპირისპირება უნდა გამართულიყო. საფრანგეთი შოტლანდიას მასპინძლობდა, თუმცა კორონავირუსის აფეთქების გამო ხსენებული მატჩი გადაიდო. ინფორმაცია 6 ერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ვიგებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების 11 მორაგბე და 2 მწვრთნელი დაინფიცირდა. შეხვედრის ჩატარების ახალი თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ახლა "მამლები" სრული შემადგენლობით კარანტინში არიან გადაყვანილნი.

"სპეციალურმა ჯგუფმა ორივე ნაკრებს თამაშის გადადება ურჩია. ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ და რაც შეიძლება მალე დავასახელებთ მატჩის ჩატარების ახალ თარიღს." - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში

ცნობისთვის, 6 ერის მომდევნო ტურში ირლანდია იტალიას ესტუმრება, ხოლო უელსი კი საკუთარ კედლებში ინგლისს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები