გამოძიება დაიწყო - ბოატენგს კასია ლენჰარდტის სიკვდილთან აკავშირებენ
Aa
Aa

გამოძიება დაიწყო - ბოატენგს კასია ლენჰარდტის სიკვდილთან აკავშირებენ

მიმდინარე წლის თებერვალში, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის ჯერომ ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა მოდელი კასია ლენჰარდტი ბერლინში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარის შემდეგ პოლიციის ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ კასია ვინმემ მოკლა არ არსებობდა. დღეს კი გამოცემა afroballers გვამცნობს, რომ გერმანელი ფეხბურთელი ეჭვმიტანილია და მის მიმართ გამოძიება დაიწყო.

საქმე შემდეგში გახლავთ - 2019 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც ჯერომი და კასია ურთიერთობაში იყვნენ, 32 წლის მცველმა ლენჰარდტს ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენა და ყური დაუზიანა.

სამართალდამცავებმა ეს ამბავი კასიას მკვლელობას დაუკავშირეს. წყარო იმასაც ამბობს, რომ გერმანელი მოდელის ყურის სურათი სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მის გარდაცვალებამდე ძალიან მალე ეს ფოტოები წაიშალა. ლენჰარდტის გარდაცვალების შემდეგ კი ბოატენგმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულებული იყო და მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

მიუნხენის პროკურატურის განცხადებით, ისინი 2019 წელს მომხდარ ინციდენტს კასიას გარდაცვალებამდეც იძიებდნენ და ახლა ეს ამბავი მკვლელობას დაუკავშირეს.

გარემოებებს გარდაცვლილი მოდელის კომენტარიც ამძაფრებს, რომელიც მან ფეხბურთელთან დაშორების შემდეგ გააკეთა. კასიამ ერთ-ერთ ბრიტანულ ტაბლოიდთან საუბრისას ბოატენგს „დემონი“ უწოდა და დაპირდა, რომ ერთ დღესაც ყველაფერს საჯაროდ იტყოდა: „მე ვილაპარაკებ, ურბალოდ ჯერ დასამშვიდებლად ცოტა დრო მომეცით“.

ამის შემდეგ "რეკორდმაისტერის" უკანახაზელმაც გააკეთა კომენტარი: „კასია დამემუქრა, რომ ჩემ კარიერას დაანგრევდა და შვილებსაც დავკარგავდი. მან მითხრა, რომ მის ცემაში ბრალს დამდებდა. იცის, რომ ჩემ ყოფილ მეუღლესთან იგივე პრობლემები მაქვს და ის სწორედ ამიტომ მიჩივის სასამართლოში. „მე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო და ვიმოქმედო ჩემი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. ბოდიშს ვუხდი ყველას ვისაც გული ვატკინე, განსაკუთრებით ჩემ ყოფილ მეუღლეს რებეკას და შვილებს“.

სიტუაცია ჯერჯერობით ბუნდოვანია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები