რომ არა აბრამოვიჩი.. გრანოვსკაიას ლამპარდის ნაცვლად სარის დაბრუნება უნდოდა
Aa
Aa

რომ არა აბრამოვიჩი.. გრანოვსკაიას ლამპარდის ნაცვლად სარის დაბრუნება უნდოდა

მიმდინარე წლის დასაწყისში რომან აბრამოვიჩმა დაკავებული თანამდებობიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა და მის ნაცვლად გერმანელი ტომას ტუხელი დანიშნა.

იტალიურ მედაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Areanapoli-ს ჟურნალისტმა ჩირო ვერენატომ განაცხადა, რომ ლამპარდის გათავისუფლების შემდეგ "ჩელსის" სპორტულ დირექტორს მარინა გრანოვსკაიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო სარის დაბრუნება უნდოდა.

იტალიელი სპეციალისტის კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი კი თავად რომან აბრამოვიჩი იყო. რუსი ოლიგარქის აზრით, სარი "არისტოკრატებს" ახალს ვერაფერს შეთავაზებდა და წინსვლაში ვერ დაეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ სარი ლონდონურ კლუბს 2018/2019 წლების სეზონში წვრთნიდა და "ჩელსის" ევროპის ლიგა მოაგებინა. რაც შეეხება "არისტოკრატების" ახალ მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს, გერმანელმა საკმაოდ კარგად დაიწყო და მისი მუშაობით ლონდონში კმაყოფილნი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები