Aa
Aa

"მოიქეცით ისე, როგორც საკუთარ მოედანზე" - რა უთხრა ზიდანმა ფეხბურთელებს მატჩის წინ?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალი" "ატალანტას" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფერლან მენდიმ შორეული დარტყმით გაიტანა. 

ესპანური გამოცემა AS ავრცელებს ზინედინ ზიდანის გამამხნევებელ საუბარს, რომელიც ფრანგმა თავის ფეხბურთელებს მატჩის დაწყების წინ უთხრა.

"მოიქეცით ისე როგორც საკუთარ მოედანზე. ბოლო პერიოდში თქვენ კარგად თამაშობთ. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. გააკეთეთ ის, რასაც ყოველთვის აკეთებთ. ხვალ პოზიტიურად იფიქრეთ. მხოლოდ გნამორებით მატჩზე არ იფიქროთ. ყველაფერი ხვალ აქ იწყება. ჩათვალეთ, რომ დაპირისპირება ერთ მატჩიანია და ყველაფერი ხვალ წყდება.

ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, ვთამაშობთ ისე, როგორც შეკრული და ერთიანი გუნდი. ყველაზე მნიშვნელოვანი თავის კარგად დაცვა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში სტაბილურად ვითამაშოთ. მოგვიანებით კი ბურთი აუცილებლად ჩვენ გვექნება." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ. განმეორებითი მატჩი კი 17 მარტით თარიღდება. ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კაზემირო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები