ახალი ლოგო და სათამაშო ფორმები - საბურთალოში ცვლილებებია
Aa
Aa

ახალი ლოგო და სათამაშო ფორმები - საბურთალოში ცვლილებებია

Crystalbet ეროვნული ლიგა სულ მალე სტარტს აიღებს. დღეს, "საბურთალოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის ახალი ეკიპირება და ლოგო წარადგინა. საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

???? ახალი სეზონიდან ჩვენი კლუბი Erreà Sport-ის მიერ სპეციალურად საბურთალოს დიზაინით დამზადებული ფორმით შეიმოსება ???????? ???? ვრცლად: https://bit.ly/2O379SL

Posted by FC Saburtalo on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021

"საბურთალოს" სპორტული ტანისამოსით აქამდე კომპანია Saller მოსავდა. დღეიდან კი მათზე იტალიური კომპანია Errea იზრუნებს.

"საბურთალომ" გუნდის ლოგოც განაახლა, თუმცა ტრადიცია არ შეცვლილა და ემბლემაზე კვლავ არწივი იქნება გამოსახული. შეიცვალა მხოლოდ დიზაინი.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბი Crystalbet ეროვნულ ლიგაში პირველ მარტს ჩაერთვება და თანაქალაქელ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. მატჩი 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები