ანხელინო:
Aa
Aa

ანხელინო: "გუარდიოლამ ჩემი თავდაჯერება მოკლა!"

ესპანელმა მარცხენა მცველმა ანხელინომ გერმანულ გამოცემა BILD-თან პეპ გუარდიოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, "სიტის" თავკაცმა მასში თავდაჯერება მოკლა.

"პეპმა მე და ჩემი თავდაჯერებულობა მოგკვლა. პსვ-დან "სიტიში" დაბრუნების შემდეგ გუარდიოლამ ორ მოსამზადებელ შეხვედრაში მათამაშა და ამის შემდეგ მე რეალური შანსი აღარ მქონია. აქედან გამომდინარე "ლაიპციგში" გადასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ თავს კარგად ვგრძნობ და ვთვლი, რომ გუნდის ნაწილი ვარ." - განაცხადა ანხელინომ

24 წლის უკანახაზელი 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით "ქალაქელების" რიგებში იზრდებოდა, თუმცა ამ პერიოდში ესპანელი ძირითადად იჯარის წესით იყო განათხოვრებული. 2018/2019 წლების სეზონში ანხელინო პსვ-ში გადავიდა. ნიდერლანდულ კლუბში მან 43 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მასზე დიდი ავანსები გაიცა.

ნიდერლანდებიდან კვლავ "სიტიში" დაბრუნდა და პრობლემები სწორედ აქ დაიწყო. პეპ გუარდიოლა მას იშვიათად ენდობოდა და 2020 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლაიპციგმა" ესპანელი მცველი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ანხელინომ დღემდე გერმანული კლუბის მაისური 47-ჯერ მოირგო და 9 გოლი გაიტანა. 9 გოლიდან 8 მან მიმდინარე სეზონში გაიტანა და "ლაიპციგის" შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები