სილვა:
Aa
Aa

სილვა: "პსჟ-ში უკანასკნელი სეზონი საშინელება იყო, ჩელსიში სხვა ატმოსფეროა"

ტიაგო სილვა FourFourTwo-სთან საუბარში აღიარებს, რომ პსჟ-ში მუდმივი მოთხოვნა ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევა იყო და დიდ ზეწოლას განიცდიდა.

ბრაზილიელი მცველი პარიზული გრანდის დატოვებით ბედნიერია და აღნიშნავს, რომ "ჩელსიში" ბევრად კარგი სიტუაცია და ატმოსფეროა. მისი თქმით, პსჟ-ში უკანასკნელი სეზონი საშინელი იყო.

ტიაგო სილვა

პსჟ-ში პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ყველა ამაზე მუშაობდა და ლიგა 1-ის მოგება არავის აინტერესებდა. აზრი არ ქონდა ჩვენს შიდა მიღწევებს. ამას არავინ უყურებდა. ხშირად ვვარდებოდით ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან და ეს არავის მოწონდა.

სეზონი, რომელშიც ჩემპიონთა ლიგიდან ვვარდებოდით საშინელი იყო და ეს გამუდმებით ხდებოდა. "ჩელსიში" ამ მხრივ სულ სხვა ატმოსფეროა. ამ გუნდმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტიტული ერთხელ უკვე მოიგო და პრემიერ ლიგის მოგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია." 

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე

უკანასკნელ წლებში პარიზული გრანდი მუდამ გადიოდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, თუმცა წარმატებას ვერ აღწევდა. ტომას ტუხელმა გასულ სეზონში გუნდი ფინალში გაიყვანა, თუმცა მიუნხენის "ბაიერნთან" 0:1 დამარცხდა. სხვადასხვა წლებში ფრანგები მეოთხედფინალამდე აღწევდნენ, მაგრამ ამის იქით გასვლა არ ხერხდებოდა. კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებდნენ. 

ამჟამინდელი მდგომარეობა

პარიზულ გუნდს ახლა მაურისიო პოჩეტინო წვრთნის, რომელმაც ტომას ტუხელი ჩაანაცვლა. თავისმხრივ გერმანელი სპეციალისტი ახლა ტიაგო სილვასთან ერთად "ჩელსიში" მოღვაწეობს. პოჩეტინოს გაწვრთნილმა შეგირდებმა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონა" სტუმრად 4:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

ლონდონის "ჩელსი" კი 23 თებერვალს მადრიდის "ატლეტიკოს" გაეჯიბრება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. სამწუხაროდ ვეტერანი ბრაზილიელი ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები