„ასეთი გოლის შემდეგ ყველაფერი შეიძლება“ – 35-მეტრიანი გასროლა და ჭიაყელა აღნიშვნა
Aa
Aa

„ასეთი გოლის შემდეგ ყველაფერი შეიძლება“ – 35-მეტრიანი გასროლა და ჭიაყელა აღნიშვნა

ბელგიის ჩემპიონატი, როგორც ნიჭიერი ფეხბურთელებისადმი განსაკუთრებული მოპყრობითა და მათი სწორად განვითარებით, ისე საოცარი გოლებითა და უცნაური აღნიშვნებით გამოირჩევა. „ბეერსხოტის“ მცველის, იან ვან დენ ბერგის მიერ შეგდებული ბურთი და მის მიერ გამოყენებული აღნიშვნა სწორედ ამ კატეგორიაში გადის.

ვან დენ ბერგმა 65-ე წუთზე შედევრი შექმნა და მეტოქის კარი 35 მეტრიდან განხორციელებული ულამაზესი დარტყმით აიღო. „ბეერსხოტის“ უკანახაზელის გოლმა საფეხბურთო სამყარო აღაფრთოვანა, მის უნიკალურ აღნიშვნას კი ქომაგთა შორის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

გოლი ნამდვილად ფანტასტიკური იყო. აი, აღნიშვნას კი შეგვიძლია, უცნაური ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ხშირად არ გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც გატანილი გოლის შემდეგ ე.წ „ჭიაყელას აღნიშვნას“ იყენებს.

„რას ნიშნავდა ჩემი აღნიშვნა? ეს შიდა ხუმრობაა. სავარჯიშო დარბაზში ყოფნისას ხანდახან ამას ვაკეთებ და ტომ პიტერმაატმა გამომიწვია, რომ იგივე მოძრაობა გატანილი გოლის შემდეგ გამომეყენებინა. სიმართლე გითხრათ, ვღელავდი, რადგან არ მინდოდა, თავი სულელად წარმომეჩინა, მაგრამ ასეთი გოლის შემდეგ, ყველაფერი შეიძლება“, - განაცხადა ვან დენ ბერგმა.

„ბეერსხოტმა“ მატჩი 2-1 მოიგო, ვან დენ ბერგმა კი მიმდინარე სეზონში მესამედ შეაგდო. სხვათა შორის, მას ტრადიცია აქვს და თებერვალში შედევრებს ქმნის ხოლმე. შარშან იგი „ლევენის“ რიგებში ასპარეზობდა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ფანტასტიკური გოლი სწორედ „ბეერსხოტს“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები