რაველ მორისონი:
Aa
Aa

რაველ მორისონი: "ოჯახის გამოსაკვებად ფერდინანდის და რუნის ბუცებს ვიპარავდი"

რაველ რაიან მორისონი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში იზრდებოდა. ამპლუით ნახევარმცველი იყო და "წითელი ეშმაკების" ძირითად გუნდში 2 სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა მიდნორზე მხოლოდ 3-ჯერ გამოჩნდა.

ამჟამად 28 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ მედიასთან საუბრისას საკუთარი ცხოვრების პერიოდი გაიხსენა და მეტად საინტერესო დეტალები გაამხილა.

"ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა. მახსოვს ერთხელ გასახდელიდან ფერდინანდის და რუნის ბუცების მოპარვის გამო გამაგდეს. ერთი ბუცი 250 ფუნტი ღირდა, ორი წყვილი კი 500 გამოდიოიდა. ასე შემეძლო ჩემი ოჯახისთვის ჩინური ან რაიმე სხვა სახეობის საკვები მეყიდა.

არ მინდოდა ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავდი, თუ რამდენ ბუცს აძლევდნენ რუნის ან ფერდინანდს ვფიქრობდი, რომ 1 ან 2 წყვილის მოპარვით არაფერი დაშავდებოდა. მათ თვეში დაახლოებით 20 ან 30 ახალ ბუცს აძლევდნენ.

ვფიქრობდი, რომ ასე ჩემს ოჯახს გამოვკვებავდი. ძალიან გვიჭირდა. მაშინ მეგონა, რომ ამით არაფერი შავდებოდა. ახლა კი სხვანაირად ვფიქრობ და ვიცი, რომ დავაშავე." - განაცხადა მორისონმა

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ რაველის კარიერა არ აეწყო. ინგლისელმა თავი ვერსად დაიმკვიდრა და გამუდმებით იცვლიდა გუნდებს. ბოლო 9 წლის განმავლობაში მორისონმა "ვესტ ჰემის", "ბირმინგემის", "ქუინს პარკ რეინჯერსის", "კარდიფის", "ლაციოს" "შეფილდის" და "მიდლსბროს" მაისური მოირგო. მისი უკანასკნელი კლუბი კი "დენ ჰააგი" იყო."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები