Aa
Aa

"გოლის გატანა დავიმსახურეთ" - პიოლი ინტერთან წაგების შემდეგ

იტალიის სერია-ს მორიგ ტურში გულშემატკივრებმა მილანური დერბი იხილეს. გამარჯვება ნომინალურად სტუმარს, "ინტერს" დარჩა. კონტეს შეგირდებმა "როსონერის" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრის შემდეგ "როსონერის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

"პირველი გაშვებული გოლი ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. პირველ ნახევარში ინტენსივობა გვაკლდა და დავისაჯეთ. ვფიქრობ, უფრო მეტი მონდომება უნდა გვქონოდა. მეორე ტაიმში კი გოლის გატანა დავიმსახურეთ.

თავდამსხმელი დამოკიდებულია გუნდის მუშაობაზე. პირველ ტაიმში ვცდილობდით, რომ "ინტერის" საჯარიმოსთან, რაც შეიძლება მეტნი ვყოფილიყავით. იბრაჰიმოვიჩმა შეცვლა მოითხოვა, მას ტკივილები აწუხებდა.

მეორე ნახევარში უფრო მეტჯერ დავარტყით და ჰანდანოვიჩა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. რთული კვირა იყო, მაგრამ დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებთ.

აგრესიულად არ ვუტევდით, რადგან არ გვინდოდა მათთვის თავისუფალი სივრცეები დაგვეტოვებინა. ბურთის ფლობა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ინტერია" ძალიან რთულია.

ჩვენი ძალა წონასწორობაა. ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის. ობიექტურები უნდა ვიყოთ! ვფიქრობ, 1 წლის წინ იმ შედეგით, რაც ახლა გვაქვს ბედნიერები ვიქნებოდით.

ბუნებრივია დამწუხრებულები ვართ, რადგან ეს მნიშვნელოვანი დერბი იყო და წავაგეთ. უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა.

უკანასკნელ სამ თამაშში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. კარგად ვიცით, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხით "მილანი" მეორე ადგილზე 49 ქულით რჩება, ხოლო "ინტერმა" პირველ ადგილზე პოზიციები გაიმყარა. კონტეს გუნდს ახლა 53 ქულა აქვს. ცნობისთვის, ხსენებულ დაპირისპირებაში ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულა. 1 გოლი კი რომელუ ლუკაკუმ მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები