48 წლის შემდეგ პირველად - ლუკაკუ
Aa
Aa

48 წლის შემდეგ პირველად - ლუკაკუ "დელა მადონინას" ისტორიას შევიდა

იტალიის სერია-ს მორიგ ტურში გულშემატკივრებმა მილანური დერბი იხილეს. გამარჯვება ნომინალურად სტუმარს, "ინტერს" დარჩა. კონტეს შეგირდებმა "როსონერის" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. მესამე გოლის ავტორი კი რომელუ ლუკაკუ გახდა.


ბელგიელი თავდამსხმელი ამ გოლით მილანური დერბის ისტორიაში შევიდა. ლუკაკუ გახდა პირველი ფეხბურთელი 48 წლის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ მე-4 "დელა მადონინაში" გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება მატჩს, "ინტერმა" "მილანი" დაჩაგრა და არაფრის შანსი არ დაუტოვა. ამ გამარჯვებით კი "ნერაძურიმ" სერია ა-ს ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. კონტეს გუნდი პირველ ადგილზე 53 ქულით მოგვევლინა. მეორეზე კი 49 ქულით პიოლის ბიჭები არიან. ცნობისთვის, ლუკაკუს გარდა ორი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები