Aa
Aa

"ყველა ფიქრობს, რომ პენალტი არ იყო" - კლოპი ევერტონთან წაგების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა "ლივერპულმა" "ევერტონს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

"შედეგმა ძალიან დამამწუხრა. გავუშვით ყოვლად არასაჭირო პირველი გოლი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ მომენტმა თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. ზოგადად თამაში ორი ნაწილისგან შედგება - თავი კარგად უნდა დავიცვათ და შევუტიოთ. ერთ მომენტში თავი ვერ დავიცავით და დავისაჯეთ. შეცდომა დავუშვით.. ჩვენ კი მეტოქის შეცდომები ვერ გამოვიყენეთ და ეს შედეგი ამიტომ დაფიქსირდა.

პენალტზე კითხვის დასმა უსამართლოა, რადგან აბსოლუტურად ყველა ამას მეკითხება. ყველა ფიქრობს, რომ პენალტი არ იყო. ასეთ ეპიზოდებში, როდესაც რაიმე საკამათოა ვიდეო რეფერის არბიტრი მთავარ მსაჯს ეკონტაქტება. მან კი გადაწყვეტილება 1 წამში მიიღო. კავანაგმა დაინახა ისეთი რამ, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. ეპიზოდი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ მათ ვინც ნახეს, ყველამ მითხრა, რომ დარღვევა არ იყო." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდულმა" გრანდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა წააგო, რაც 1923 წლის შემდეგ პირველად მოხდა. "ლივერპული" ასევე არის პირველი მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ზედიზედ 4 საშინაო მატჩი წააგო. ბოლოს ასეთი რამ 1929 წელს "ევერტონს" დაემართა. ასევე კლოპის გუნდი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა პრემიერ ლიგაში, იგულისხმება სტუმრად ჩატარებული მატჩიც.

იურგენ კლოპის გუნდს ახლა 40 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს პრემიერ ლიგაში "ლივერპული" 28 თებერვალს სტუმრად "შეფილდის" წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები