უცნობი ამბავი: მომენტი, როცა რეალმა ჰალანდს ვინისიუსი ამჯობინა
Aa
Aa

უცნობი ამბავი: მომენტი, როცა რეალმა ჰალანდს ვინისიუსი ამჯობინა

„დორტმუნდის“ რიგებში 43 მატჩი, 43 გოლი, 10 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 13 მატჩი და 18 გოლი - ეს დაუჯერებელი რიცხვები ერლინგ ჰალანდს ეკუთვნის, რომელიც ამ მომენტისთვის სატრანსფერო ბაზარზე მბაპესთან ერთად ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და რომელსაც ჰქონდა შანსი სულ რაღაც 8 მილიონად „რეალში“ გადასულიყო...

ესპანური Marca-ს ცნობით, როცა ჰალანდი „მიოლდეში“ (2017-19) ირიცხებოდა, მას „რეალის“ სკაუტები აკვირდებოდნენ. იმ მომენტში ნიჭიერი თინეიჯერი 8 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ამჟამად კი 110 მილიონი ღირს.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა საბოლოოდ არჩევანი ბრაზიულიურ ბაზარზე შეაჩერეს და ჯერ ვინისიუსი შეიძინეს, შემდეგ კი როდრიგო.

სწორედ ამის შემდეგ, „ზალცბურგმა“ ახალგაზრდა ნორვეგიელი არავის დაუთმო და მასთან კონტრაქტი გააფორმა. 27 მატჩში გატანილი 29 გოლის შემდეგ, ჰალანდი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ „დორტმუნდს“ შეუერთდა.

ამჟამად მადრიდელები ჰალანდის შეძენას კვლავ ცდილობენ, თუმცა ახლა მისი ფასი ყოველდღიურად იმატებს და მსურველებიც საკმაოდ ბევრი ჰყავს.

ბოლოს გეტყვით, რომ ერლინგ ჰალანდმა მიმდინარე 25 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები