Aa
Aa

"გარისკვას არ ვაპირებთ", - ზიდანმა ბენზემას ტრავმაზე ისაუბრა

ზინედინ ზიდანმა „ვალიადოლიდთან“ მოგებული (1:0) რთული მატჩის  შემდეგ, პრესასთან  ისაუბრა.

ზიზუს თქმით, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ ბენზემას ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებენ.

„არ ვაპირებთ, რომ ბენზემას შემთხვევაში გავრისკოთ. სეზონი ხანგრძლივია. თუ, ის მწყობრში იქნება, მაშინ ჩვენთან ერთად წამოვა, თუ არა - მადრიდში დარჩება.

გარისკვას არ ვაპირებთ, ამას არასდროს ვაკეთებთ. ეს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყოს გავრისკავდით. ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო ბოლო მატჩი, რომ იყოს, ასეთ შემთხვევაშიც რისკი დასაშვები იქნებოდა.

ხვალ ბენზემას სკანირებას ჩაუტარებენ, შემდეგ ვნახავთ რა იქნება. ამ სეზონში უამრავი ტრავმირებული გვყავს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან.

არსებული ვითარებით ბედნიერები არ ვართ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ახლა ის მოთამაშეები უნდა გამოვიყენოთ, ვინც ხელმისაწვდომია. ყველა მათგანი თავდადებით შრომობს“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა ლაზარეთში ამ მომენტისთვის ბენზემას გარდა რამოსი, აზარი, კარვახალი, ვალვერდე, მილიტაო, მარსელო, ოდრიოსოლა და როდრიგო იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები