სონი რეალში? სამხრეთ კორეელი მბაპეს ალტერნატივაა
Aa
Aa

სონი რეალში? სამხრეთ კორეელი მბაპეს ალტერნატივაა

OK Diario-ს ცნობით, „ტოტენჰემის“ სამხრეთ კორეელმა შემტევმა სონ ჰიონ მინმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.

წყაროს ცნობით, სონის შეძენის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მადრიდის „რეალია“, რომელიც მბაპეს ვერშეძენის შემთხვევაში კორეელს სათადარიგო ვარიანტად განიხილავს.

მბაპე მადრიდელთათვის პრიორიტეტულია, თუმცა პსჟ მის დათმობას არ გეგმავს და წასვლა თუ თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, პარიზელები მას ასტრონომიულ ფასს დაადებენ.

„რეალი“ თადარიგს იჭერს და გეგმა B-ს უკვე ამუშავებს. სონი ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 90 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ლონდონელებს კორეელის შენარჩუნება სურთ და მისთვის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასაც გეგმავენ, თუმცა თავად ფეხბურთელი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.

28 წლის სონმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები