Aa
Aa

"ზლატანს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია" - პიოლი ინტერთან მატჩამდე

იტალიის სერია ა-ში გულშემატკივრები "დერბი დელა მადონინას" იხილავენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირისპირება ბოლო წლებში თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მატჩის წინ, "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

"მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და გამარჯვების სურვილი გამოვავლინოთ. სამწუხაროა, რომ ასეთი მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით გულშემატკივრების მხარდაჭერას და ვეცდებით ახლაც გავახაროთ. ვიმედოვნებ, ეს იქნება ბოლო დერბი, რომელსაც დახურულ კარს მიღმა ვითამაშებთ.

ვათამაშებ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 100 %-ით მზად არიან. ყველამ კარგად იცის ამ მატჩის მნიშვნელობა და სასურველი შედეგის დაფიქსირებას მაქსიმალურად ეცდებიან. მჯერა, რომ კარგად მოვემზადეთ. უკანასკნელმა ორმა თამაშმა ჩვენზე გავლენა ვერ მოახერხა. პირიქით, დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ და ამავდროულად გამოვასწორეთ.

იდეა არის, რომ ყველანაირი პროცესი გავაკონტროლოთ. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც სკუდეტოსთვის აქტიურად იბრძვის. მათ მშვენიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ. მჯერა, რომ ორივე გუნდს საკუთარი იდენტობა აქვთ. ვეცდებით ჩვენი ტაქტიკით ბოლო წუთამდე ვითამაშოთ.

იბრაჰიმოვიჩი თუ ლუკაკუ? რა თქმა უნდა, ზლატანი, მაგრამ რომელუსაც დიდ პატივს ვცემ. კარგი იქნებოდა, რომ მათი ინციდენტი უკანასკნელ დერბიში არ მომხდარიყო.

აუცილებელია გუნდურად ვითამაშოთ. კოლექტიური და გუნდური მუშაობა ინდივიდუალისტებს გამოავლენს. ზლატანი კი არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. "ინტერთან" დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზედიზედ 20 ტური ჩვენ პირველ ადგილზე ვიმყოფებოდით, ახლა კი მეორეზე ვართ. გვსურს ეს ადგილი ისევ დავიბრუნოთ.

"ნერაძურისთან' შეხვედრა ჩემპიონის ბედს ვერ გაარკვევს. წინ ჯერ კიდევ 45 ქულა არის გასათამაშებელი. ჩვენი უპირველესი მიზანი იმ გეზით სვლა არის, რომელიც სეზონის წინ ავიღეთ. მოულოდნელად სერია ა-ში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ინტერი" სერია ა-ს 50 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ "მილანს" 1 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, მილანური დერბი კვირას 21 თებერვალს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები