Aa
Aa

"გვინდა რომ ვიყოთ ის, რაც ვართ!" - არტეტა სიტისთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში გათამაშების ლიდერი "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" ესტუმრება. მატჩის წინ "მეთოფეების" თავკაცმა მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"სეზონს მაშინ შევაფასებთ, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებებში ჩვენს ხარვეზებს გამოვასწორებთ და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. გამარჯვება გარკვეულ იმპულსებს შექმნის და ვაპირებთ, რომ ეს მოვახერხოთ.

გვინდა, რომ ვიყოთ ის, რაც ვართ! მე მინდა ვნახო გუნდი, რომელსაც ძლიერი ხასითი და თამაშის კარგი ხარისხი აქვს. ამას კი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ხშირად ვახერხებთ. მსურს ასეთი ხაზით განვითარება გავაგრძელოთ.

თუ ასე გავაგრძელებთ ნებისმიერ გუნდს შევუქმნით პრობლემას. თამაშის დაწყებისთანავე აქტიურები და იმპულსურები უნდა ვიყოთ. გვინდა, რომ "სიტის" მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ." - განაცხადა არტეტამ

შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება კვირას 21 თებერვალს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები