Aa
Aa

"რაც არტეტამ იცის, ყველაფერი თავისით ისწავლა" - გუარდიოლა არსენალთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ლონდონის "არსენალი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. მატჩის წინ, "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა.

"არტეტას დახმარება არ სჭირდება. ის კარგად არის მომზადებული. ის ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პიროვნებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "სიტიში" ერთად ვმუშაობდით. როდესაც აქ სიტუაცია კარგისკენ შეიცვალა მან მე ძალიან გამაბედნიერა.

მე მისთვის შთაგონება არ მიმიცია. რაც არტეტამ იცის, ყველაფერი თავისით ისწავლა. არანაირი გავლენა არ მომიხდენია. ის ყველაფერს თვითონ აკეთებს.

ბოლო პერიოდში "არსენალის" რამდენიმე მატჩი ვნახე და ვფიქრობ "მეთოფეები" თავიანთ მეტოქეებს მუდამ ჯობდნენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ არტეტა თავისი გუნდით მეტოქეებზე ყოველთვის უკეთესი იყო.

ისინი აკონტროლებენ თამაშს, ქმნიან მომენტებს და თმობენ ძალიან ცოტას. მათ წარმოუდგენელი ენერგია აქვთ და თამაშის კარგი ხარისხი აქვთ. " - განაცხადა გუარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება კვირას 21 თებერვალს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები