მე-5 ადგილი გამოირიცხა - საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა
Aa
Aa

მე-5 ადგილი გამოირიცხა - საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევ ტურნირზე ბოლოსწინა მატჩი ნიდერლანდებთან ჩაატარა და 11:14 დამარცხდა. ხსენებულ დაპირისპირებაში ქართველებს მე-5 ადგილზე შეეძლოთ გათამაშების დასრულება, თუმცა ეს არ მოხერხდა.

პირველ პერიოდში ნიდერლანდებმა ბრწყინვალე შტაბეჭდილება დატოვეს და 4:1 გაიმარჯვეს. მეორე მეოთხედში დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი შეგირდები უკეთესად გამოიყურებოდნენ, თუმცა საერთო ჯამში მაინც დამარცხდნენ ანგარიშით 4:3. დიდ შესვენებაზე ნიდერლანდები მსუყე უპირატესობით 8:4 გავიდნენ.

მესამე მეოთხედში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, თუმცა "ჩვენების" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ პერიოდის მოგება 4:3 მოახერხეს. გადამწყვეტ მეოთხედამდე კი საქართველო 8:11 მარცხდებოდა. იმედები, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა მატჩის განმავლობაში ჩვენს წყალბურთელებს ხშირად აძევებდნენ და ეს ყველაფერი პრობლემას ქმნიდა.

ბოლო მეოთხედში სტანოევიჩის გუნდმა გაიბრძოლა და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 2 ბურთი იყო, თუმცა ნიდერლანდელებს გარკვეულ მომენტებში გაუმართლათ, რადგან რამდენჯერმე ბურთი მათი კარის კონსტრუქციას მოხვდა. საბოლოოდ 11:14 დავმარცხდით.

მე-5 ადგილი ამ წაგებით გამოირიცხა. საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის ხვალ საფრანგეთსა და კანადას შორის წაგებულს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები