ბარსელონაში ყველა შეთანხმდა - ჰალანდი მათი მთავარი სამიზნეა
Aa
Aa

ბარსელონაში ყველა შეთანხმდა - ჰალანდი მათი მთავარი სამიზნეა

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერლინგ ბრაუტ ჰალანდი გრანდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რომ იქნება ამას უკვე ყველა ხვდება. 20 წლის ნოერვეგიელ ფორვარდს ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ერთ აზრზე არიან - ისინი შეთანხმდნენ, რომ კლუბისთვის პრიორიტეტული ზაფხულში ახალი ცენტრფორვარდის შეძენა იქნება.

„ბარსა“ ძირითადად თავისუფალი აგენტების გაფორმებას გეგმავს და ფულის დახარჯვას მხოლოდ ფორვარდისთვის აპირებს. ჰალანდი ამ მომენტისთვის ნომერ პირველ სამიზნედ ითვლება.

როგორც ცნობილია, ჟოან ლაპორტას „დორტმუნდის“ სპორტულ დირექტორთან მიხაელ ცორკთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და მასთან შესაძლო ტრანსფერს აქტიურად განიხილავს. ასევე ცნობილია, რომ „ბარსას“ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰალანდის აგენტთან მინო რაიოლასთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„ჰალანდი? თუ გვინდა რომ გუნდი გავაუმჯობესოთ, საამისოდ ყველა კარტი მზად მაქვს. „ბარსას“ გულშემატკივრებს შეუძლიათ გვენდონ - კლუბი ისევ ისეთი ძლიერი იქნება“. - ამბობს ლაპორტა.

„ბლაუგრანა“ პირველ რიგში ფეხბურთელების გასაყიდად ემზადება, რომ შემდეგ ახალი მოთამაშეების დამატება შეძლონ. წყაროს ცნობით, „კამპ ნოუს“ სავარაუდოდ კოუტინიო, ფირპო, უმტიტი და ნეტუ დატოვებენ. სიას შესაძლოა კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაემატოს.

თუ, კლუბმა ფინანსურად ჰალანდისთვის ბრძოლა ვერ შეძლო, ასეთ შემთხვევაში სათადარიგო გეგმად თავისუფალი აგენტები მემფის დეპაი და სერხიო აგუერო სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები