დელ ბოსკე:
Aa
Aa

დელ ბოსკე: "მიუხედავად ყველაფრისა რონალდო მხეცი იყო"

ლეგენდარულმა ესპანელმა სპეციალისტმა ვისენტე დელ ბოსკემ, პრესასთან საუბრისას „გალაქტიკოს“ დრო გაიხსენა და რონალდო ნაზარიოს შესახებ ისაუბრა:

„კლუბში და მის ფარგლებს გარეთ, ის ყველას უყვარდა. რონალდო მართლაც კარგი ადამიანია. არ მოსწონდა, როცა მოწყენილ სხვა ადამიანებს ხედავდა.

ის იმ მოთამაშეთა სიას მიეკუთვნება, რომელმაც უბრალოდ გუნდი უკეთესი გახადა. თავისი ნიჭის გამო დიდებული ლიდერი იყო და უბრალოდ კარგი ადამიანი.

დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესადაც ითამაშებდა, რომ არა მისი ტრავმები. ამ ყველაფერმა მისი თამაშის ხარისხზე გავლენა მოახდინა. მას სერიოზული ტრავმები ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მხეცი იყო. ფენომენალური ფეხბურთელი“.

დელ ბოსკე ფეხბურთელებს კარგად უგებდა. მათ ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, რის შესახებაც რობერტო კარლოსი საუბრობს:

„დელ ბოსკე უფრო მეტად ჩვენი მეგობარი იყო, იგი თითოეულ ჩვენგანს ბრწყინვალედ უგებდა და ეწყობოდა. იგი თვლიდა, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებოდათ წესები, რადგან მათ ისედაც იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.

ორშაბათის და ხანდახან სამშაბათის ვარჯიშები 17 საათზე ინიშნებოდა, რადგან ამ დღეებში დილის 11 საათზე ბაზაზე მიმსვლელი არავინ იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები