Aa
Aa

"მილანი" იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული იტალიის სუპერთასის შეხვედრა, "მილანის" გამარჯვებით დასრულდა. 

მატჩის ძირითადი და დამატებით დრო კიელინისა და ბონავენტურას გოლებით 1:1 მორჩა და საქმე პენალტებამდე მივიდა. 

თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი სიტყვა ჯანლუიჯი დონარუმამ თქვა, რომელმაც არგენტინელ პაულო დიბალას ბოლოს წინა პენალტი აუღო, რის შემდეგაც მარიო პაშალიჩმა ზუსტი დარტყმით ტიტული "შავ-წითლებს" მოუტანა. 

"მილანმა" იტალიის სუპერთასი, რომელიც 1988 წლის შემდეგ ტარდება, მეშვიდედ მოიგო, რითაც იმავე "იუვენტუსს" დაეწია და ახლა ამ მხრივ "იუვე" რეკორდსმენობას სწორედ ლომბარდიელებთან გაიყოფს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები