''მან რუსეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა'' - იაშვილმა მარადიშვილსა და წიტაიშვილზე ისაუბრა
Aa
Aa

''მან რუსეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა'' - იაშვილმა მარადიშვილსა და წიტაიშვილზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კონსტანტინ მარადიშვილისა და გიორგი წიტაიშვილის შესახებ Postv-სთან ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მარადიშვილი მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელია, ის რუსეთში გაზრდილი, 21 წლის ნახევარმცველი მოსკოვის ცსკა-ში მეორე სეზონს ატარებს. მას რუსეთის 20-წლამდე ნაკრებში უთამაშია, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია და იაშვილის თქმით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას არ აპირებს.

მარადიშვილთან შედარებით გაცილებით რეალურია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 წლის გიორგი წიტაიშვილი ვიხილოთ, რომელიც ისრაელშია დაბადებული, თუმცა უკრაინის მოქალაქეა, ამჟამად კიევის ''დინამოს'' საკუთრებაა და ''ვორსკლაშია'' განათხოვრებული. წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია და მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ალექსანდრე იაშვილი: ''მარადიშვილთან დაკავშირებით შედარებით რთულადაა საქმე, მას ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, რომ სხვა ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს, ხოლო დანარჩენ ყველა ფეხბურთელთან ძალიან მჭიდრო და ახლო კონტაქტი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშებისთვის შესაძლოა სიახლეები გვქონდეს''.

ცხადია, მარადიშვილთან მიმართებით სხვა ქვეყნის ნაკრებში რუსეთის ეროვნული გუნდი იგულისხმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები