Aa
Aa

კუნთის პრობლემა - კიელინი დაახლოებით 2 კვირა ვერ ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „პორტუსთან“ დაშავებულ ჯორჯო კიელინის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა.

კიელინის პორტუგალიაში გამართული შეხვედრის 35-ე წუთზე კუნთის პრობლემა შეექმნა და მოედანზე ადგილი მერიჰ დემირალს დაუთმო.

როგორც იტალიური პრესა გვამცნობს, ვეტერან მცველს დაზიანების სრულად მოსარჩენად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება და სავარჯიშო პროცესს მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება.

„პორტუსთან“ თამაშისას მცირე ტრავმა ტურინელთა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, როდრიგო ბენტანკურმაც მიიღო, ლეონარდო ბონუჩის ლაზარეთში ყოფნა კი უკვე ძველი ამბავია.

„იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 22 რიცხვში „კროტონეს“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს, რასაც „ვერონასთან“ სტუმრობა და „სპეციას“ ტურინში მიღება მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები