Aa
Aa

ისტორიული დღე - ევროპა ლიგაზე გოლების რეკორდი დამყარდა

ევროპა ლიგის გუშინდელი სათამაშო დღე ისტორიული გამოდგა და გათამაშების ახალი რეკორდი დამყარდა. საქმე 1/16 ფინალური ეტაპის ერთ სათამაშო დღეს გატანილ გოლებს ეხება.

გუშინ გამართულ 16 მატჩში ჯამურად 59 გოლი გავიდა, ასეთი შედეგიანობა კი მას შემდეგ არასდროს ყოფილა, რაც ამ ტურნირს ევროპა ლიგა ეწოდა ანუ 2009-10 წლების სეზონის შემდეგ.

ყველაზე შედეგიანი მატჩები ბერნსა და ანტვერპენში შედგა. შვეიცარიის დედაქალაქში „იანგ ბოიზმა“ გერმანულ „ლევერკუზენს“ 4:3 მოუგო, ბელგიაში კი ადგილობრივმა „ანტვერპენმა“ გლაზგოს „რეინჯერსთან“ შეხვედრა ამავე ანგარიშით დათმო.

6-6 გოლი იხილა ტელემაყურებელმა „მიოლდე“-„ჰოფენჰაიმისა“ და „ოლიმპიაკოსი“-პსვ-ს დაპირისპირებებისას, ხოლო „ვოლფსბერგერი“-„ტოტენჰემისა“ და „კრასნოდარი“-„დინამო ზაგრების“ თამაშები 5-5 გოლით დასრულდა.

გუშინ გამართული 16-დან ერთადერთი მატჩი, რომელშიც გოლი არ გასულა, პრაღის „სლავიასა“ და „ლესტერის“ შეხვედრა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები