Aa
Aa

კაპიტნები ლებრონი და დურანტი არიან - ოლ სტარის სასტარტო ხუთეულები ცნობილია

გამთენიისას, ცნობილი გახდა იმ კალათბურთელთა ვინაობა, რომლებიც 7 მარტს, ატლანტაში გასამართ NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ.

დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურება - სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი და ნიკოლა იოკიჩი. აღსანიშნავია, რომ დონჩიჩსა და ლილარდს თანაბარი რაოდენობის ქულები ჰქონდათ, მაგრამ სლოვენიელმა გულშემატკივრებისგან უფრო მეტი ხმა მიიღო და ასეთ შემთხვევებში უპირატესობა სწორედ ქომაგთა გადაწყვეტილებას ენიჭება.

აღმოსავლეთ კონფერენციის „ოლ სტარის“ ძირითად შემადგენლობაში კევინ დურანტს, კაირი ირვინგს, ბრედლი ბილს, იანის ანტეტოკოუნმპოსა და ჯოელ ემბიდს ვიხილავთ. ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეთა სრული სიის გარკვევის შემდეგ დრაფტი ჩატარდება, რომელზეც კაპიტნები, კევინ დურანტი და ლებრონ ჯეიმსი თავ-თავიანთ გუნდებს დააკომპლექტებენ.

ცნობისთვის, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ოლ სტართან“ დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. მოთამაშეთა და გულშემატკივართა გარკვეული კატეგორია თვლის, რომ პანდემიის გამო ეს ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს. ამ საკითხს რამდენიმე საათის წინ NBA-ის კომისარი, ადამ სილვერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ვარსკვლავის უქმეების გამართვა სწორი გადაწყვეტილებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები