Aa
Aa

"მოგება დავიმსახურეთ" - პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში "მილანი" "ცრვენა ზვეზდას" ესტუმრა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება უკანასკნელ წუთზე შეძლეს. შეხვედრის შემდეგ "როსონერის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ტრავმების გამო როტაცია ვერ შევძელი. სამწუხაროდ ასეთი პერიოდი გვქონდა და ცოტა გადაღლილები ვართ. ვერ გავიმარჯვეთ და ეს იმის გამო არ მომხადარა, რომ დაღლილები ვიყავით.

იმიტომ ვერ მოვიგეთ, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლეთ. არის კიდევ ერთი მიზეზი - გადამწყვეტ მომენტში ბურთი ვერ შევინარჩუნეთ და საჭირო დროს მატჩი ვერ გავაკონტროლეთ.

მილანში ვბრუნდებით იმ გამარჯვების გარეშე, რომელიც დავიმსახურეთ! მინდორზე 1 კაცით მეტნი ვიყავით და ეს უნდა გამოგვეყენებინა. გაცილებით მწვავედ უნდა შეგვეტია და თავისუფალი ზონები დაგვეკეტა." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 25 თებერვლით თარიღდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები