გმირული ბრძოლა და დასანანი მარცხი - საქართველომ მონტენეგროსთან წააგო
Aa
Aa

გმირული ბრძოლა და დასანანი მარცხი - საქართველომ მონტენეგროსთან წააგო

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელი შეხვედრა გამართა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ბრაზილიის დამარცხების შემდეგ მონტენეგროსთან 11:9 წააგო.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველ მეოთხედში გმირულად იბრძოლა და ძლიერ მეტოქეს ფრე 3:3 დაუფიქსირა. მეორე მეოთხედში მონტენეგრო გააქტიურდა და 3:1 მოიგო. დიდ შესვენებაზე კი 6:4 უპირატესობით გავიდა.

მესამე პერიოდის დასაწყისში სტანოევიჩის გუნდმა 1 გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ რამდენიმე შეტევა მიიღო და რამდენჯერმე ბურთი კარის კონსტრუქციასაც მოხვდა.

პერიოდის მიწურულს "ჩვენებურებს" ბარალდი და დადვანი გაუძევეს, რითიც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და გოლი გაიტანა. 1:1 - ასე დასრულდა მესამე მეოთხედი, საერთო ანგარიში კი 7:5 დაფიქსირდა.

ჩვენმა მეტოქემ ბოლო პერიოდი აქტიურად დაიწყო და ძალიან სწრაფად 3 გოლი გაგვიტანა. საქართველო ამის შემდეგ გააქტიურდა და ჯამში 4 ბურთის გატანა მოახერხა. მოწინააღმდეგემაც იმავე რაოდენობის გოლები გაიტანა და პერიოდი 4:4 დასრულდა. საბოლოო ანგარიში კი 11:9

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა. 2 მოგება და 2 წაგება - ასეთია სტანოევიჩის გუნდის მონაგარი. შეგახსენებთ, რომ ქართველები პლეი ოფში თავის მეტოქეს ელიან. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნიდერლანდებს დაამარცხებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხორვატიას დავუპირისპირდებით. რუსეთის წაგების შემთხვევაში კი ნიდერლანდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები