ვენგერი არსენალში მბაპეს, რონალდუს და მესის ჩაშლილ ტრანსფერებს იხსენებს
Aa
Aa

ვენგერი არსენალში მბაპეს, რონალდუს და მესის ჩაშლილ ტრანსფერებს იხსენებს

არსენ ვენგერმა „არსენალი“ და მის დროს ჩავარდნილი მნიშვნელოვანი ტრანსფერები გაიხსენა, რომლებსაც კლუბისთვის ბევრი რამის შეცვლა შეეძლო.

ვენგერი ამბობს, რომ კლუბს მბაპეს შეძენა ჯერ კიდევ მაშინ შეეძლო, როცა კილიანი „მონაკოში“ თამაშობდა:

„მე მის სახლში ვიყავი, როცა ის წყვეტდა განეახლებინა, თუ არა კონტრაქტი „მონაკოსთან“. მას შეეძლო „არსენალში“ უფასოდ გადმოსულიყო.

ვფიქრობ, ყველა კლუბი სავსეა ასეთი ისტორიებით. „მილანი“, „მანჩესტერი“, „ჩელსი“ - ასეთი ისტორიები ყველას აქვს“.

ვენგერმა ასევე დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ვერშეძენასაც ყველაზე მეტად ნანობს:

„ოჰ! ვიტყოდი, რომ ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს - ისინი 50-ნი არიან. მეორეს მხრივ, ასეთად კრიშტიანუ რონალდუს დასახელება შეიძლება, როცა მან კონტრაქტის გაფორმება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გადაწყვიტა.

„არსენალს“ „სპორტინგთან“ რონალდუს თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა შემდეგ ფერგიუსონის თანაშემწედ კარლუშ კეირუში დანიშნეს, რასაც ჩვენი შეთანხმების სწრაფად გაწყვეტა მოჰყვა. საბოლოოდ კრიშტიანუ მათ იყიდეს.

ჩვენ შეთანხმება გვქონდა. რონალდუს უკვე ჰქონდა „არსენალის“ მაისური. მე, მასთან და დედამისთან ერთად კლუბის ბაზაზეც ვისაუზმე.

ეს მხოლოდ ერთი მათგანია, ასეთი ისტორია ბევრი იყო. კლუბები სავსეა დაკარგული ფეხბურთელების ისტორიებით“.

ვენგერმა ლეო მესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არსენალს“ ფაბრეგასთან ერთად არგენტინელის წაყვანაც უნდოდა:

„ცხოვრება ასეთია - გვიწევს სინანულით ვიცხოვროთ, რაც არშემდგარ გარიგებებს თან ახლავს. ერთ-ერთი ასეთი არშემდგარი გარიგება მესის ეხება. როცა სესკ ფაბრეგასი გავიფორმეთ, ლეოს ვარიანტსაც განვიხილავდით.

იმ დროს, „ბარსელონას“ ძალიან ძლიერი ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა. მესი, პიკე და ფაბრეგასი გამოირჩეოდნენ.

პიკე და ფაბრეგასი ინგლისში აღმოჩნდნენ, მესი კი ესპანეთში დარჩა. ჩვენ მისით ვინტერესდებოდით, მაგრამ ის ხელშეუხებელი იყო“.

შესაძლოა მესი ინგლისში მაინც აღმოჩნდეს. არგენტინელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმების ყველაზე კარგი შანსი პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები