კარაცევის ზღაპარი დასრულდა - ჯოკოვიჩი ფინალშია
Aa
Aa

კარაცევის ზღაპარი დასრულდა - ჯოკოვიჩი ფინალშია

დასრულდა 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალური მატჩი. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასლან კარაცევი მარტივად 3 სეტში 6:3; 6:4; 6:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ნოვაკი ამ გამარჯვებით გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლის შემდეგ 3-ჯერ გავიდა AUS OPEN-ის ფინალში.

მატჩი ძირითადად სერბი ჩოგბურთელის დომინირებით მიმდინარეობდა და ეს ანგარიშშიც აისახა. შეხვედრა ნახევარფინალის კვალობაზე ძალიან მალე საათსა და 55 წუთში დასრულდა. ასლან კარაცევის დიდებული სერია კი შეწყდა.

ასლანმა ნახევარფინალამდე სახელოვან ჩოგბურთელებს მოუგო, მათ შორის გრიგორ დიმიტროვს და დიეგო შვარცმანს. ნოვაკ ჯოკოვიჩი ახლა სტეფანოს ციციპასის და დანილ მედვედევის თამაშს დაელოდება. ერთ-ერთი მათგანი ნოვაკს ფინალში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები