Aa
Aa

მეხუთე კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში - იანგის მორიგი მიღწევა

„ატლანტა ჰოუქსის“ გამთამაშებელმა, ტრეი იანგმა მორიგი მიღწევა გაიფორმა. ჯორჯიელების ერთ-ერთი ლიდერი ამჯერად „ბოსტონ სელთიქსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოირჩა და თავი 40 ქულას, 3 მოხსნას, 8 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა.

იანგი NBA-ის ისტორიაში მე-5 კალათბურთელი გახდა, რომელსაც 22 წლის ან უფრო ახალგაზრდულ ასაკში 40-ქულიანი სულ მცირე 15 შეხვედრა აქვს. ტრეი ლეგენდარულ რიკ ბერის, ლებრონ ჯეიმსს, კევინ დურანტსა და შაკილ ონილს შეუერთდა.

იანგის გარდა „ატლანტას“ რიგებში კლინტ კაპელა გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი გააკეთა და 24 ქულასა და 13 მოხსნას დასჯერდა. ჯონ კოლინსმა 20 ქულა დააგროვა, ხოლო კემ რედიშმა 13 ქულა ჩააგდო.

„ბოსტონს“ 35 ქულით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა. ჯეილენ ბრაუნმა აქტივში 22 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. პეიტონ პრიჩარდმა კი მატჩი 11 ქულით დაასრულა.

„ბოსტონის“ დამარცხების შემდეგ, „ატლანტას“ 12 მოგება და 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. ჯორჯიელები 20 თებერვალს „ბოსტონთან“ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები