Aa
Aa

მამუს მე-1000 ქულა და მორიგი ორმაგი დუბლი - სეტონ ჰოლმა დეპოლი დაამარცხა

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას „მეკობრეები“ „დეპოლს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე მძიმე ბრძოლაში - 60-52 დაამარცხეს.

„დეპოლთან“ მატჩი მამუკელაშვილისთვის ისტორიული გამოდგა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა კარიერაში მე-1000 ქულა ჩააგდო და მეკობრეების“ ისტორიაში 45-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 1000-ქულიანი ნიშნული გადალახა. „მამუმ“ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა. სანდრომ თავი 25 ქულას, 11 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და ამდენივე დაფარებას მოუყარა.

„მამუმ“ 19-დან 10 ბურთი, 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სანდრომ 11-დან 4 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა და 3 დაკარგვა და 1 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა. მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი ზედიზედ მეორედ გაიფორმა. „მარკეტთან“ გამართულ შეხვედრაში იგი 11 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა.

„დეპოლის“ დამარცხებით „სეტონ ჰოლმა „მიმდინარე სეზონში მე-13, ხოლო Big East-ის კონფერენციაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. „მეკობრეებს“ „მარტის სიგიჟეში“ მოხვედრის კარგი შანსი აქვთ და მომდევნო მატჩს „ჯორჯთაუნის“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც 16 შეხვედრიდან მხოლოდ 6-ში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები