მარტივი გამარჯვება - ბოლქვაძე ორლანდოს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
Aa
Aa

მარტივი გამარჯვება - ბოლქვაძე ორლანდოს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა

ამერიკის ქალაქ ორლანდოში ITF-ის ქალთა 25 000-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს. გათამაშების პირველ წრეში იოლი გამარჯვება მოიპოვა მარიამ ბოლქვაძემ, ეკო გორგოძე კი, სამწუხაროდ, დამარცხდა.

ბოლქვაძე ტურნირის 1/16 ფინალში, მე-7 ნომრად განთესილ რუს ვარვარა ფლინკს დაუპირისპირდა და საათსა და 35 წუთში - 6:3; 6:0 მოუგო. 

მარიამს ეისი არ მოუწოდებია და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 46-დან 29 (59%), ხოლო მეორეზე 27-დან 14 (52%) ქულა მოიგო. საკუთარი გეიმი 2-ჯერ დათმო, თავად კი 9 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა.

23 წლის ქართველი გათამაშების მომდევნო წრეში ამერიკელ კვალიფიკანტ მეტოქეს დაუპირისპირდება და თუ ფავორიტის სტატუსი გაამართლა, შესაძლოა, 1/4 ფინალში მე-2 ნომრად განთესილ ბელარუს ოლგა გოვორცოვაზე გავიდეს.

რაც შეეხება ეკო გორგოძეს, მან უკრაინელ ანჰელინა კალინინას წინააღმდეგ ითამაშა და 3:6; 0:6 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები