Aa
Aa

"ქუჩაში რომ შეგხვდე, მოგკლავ!" - მბაპე ალბას დაემუქრა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პირველ დაპირისპირებაში "ბარსელონამ" პსჟ-ს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. შეხვედრის დროს ერთი ინციდენტი მოხდა, რომელიც სპორტულ მედიაში ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ.

მატჩის 36-ე წუთზე, რა დროსაც ანგარიში 1:1 იყო, კატალონიელთა კართან კუთხური დაინიშნა. კუთხურის დროს ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობენ დარტყმისთვის კარგი პოზიცია შეარჩიონ და ხშირად გაწევ-გამოწევითაც სრულდება ხოლმე.

სერჟინიო დესტი კილიან მბაპეს თავისუფალი ადგილის პოვნის საშუალებას არ აძლევდა. კილიანმა კი ამერიკელ მცველს ესპანურად მიმართა: "აღარ შემეხო"

ეს ყველაფერი კი ხორდი ალბას არ ესიამოვნა და თანაგუნდელს გამოექომაგა. მბაპემ ესპანელ მცველსაც შეუტია და დაემუქრა. სპეციალისტებმა ფეხბურთელების დიალოგი გაშიფრეს.

ალბა: "მან პატიება გთხოვა. შენზე გადამეტებული წარმოდგენა აქვთ."

მბაპე: "ქუჩაში, რომ შეგხვდები მოგკლავ!"

ალბა: "შენ ყველაფერს ძალიან ცუდისგან სწავლობ. იდიოტო"

მარკინიოსმა და ხერარდ პიკემ სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა ალბა არ ჩერდებოდა: "ვის მოკვლას აპირებ? ვინ უნდა მოკლა? შენ ყველაზე ცუდისგან სწავლობ იდოტო!" - თქვა ალბამ, მაგრამ არ დააკონკრეტა თუ ვისგან სწავლობს მბაპე ყველაფერ ცუდს.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ ვის გულისხმობდა ბარსას მარცხენა მცველი. დიდი ალბათობით ის ნეიმარზე საუბრობდა, რომელმაც "ბლაუგრანა" რამდენიმე წლის წინ დატოვა. საბოლოოდ კუთხური გათამაშდა და თამაში მშვიდობიანად გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და "ბარსელონას" განმეორებითი მატჩი 11 მარტით თარიღდება. გავრცელებული ინფორმაციით პარიზულ გრანდს მეორე შეხვედრაში ნეიმარი და დი მარია ეყოლება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები