ბრაზილია დამარცხებულია - საქართველომ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა!
Aa
Aa

ბრაზილია დამარცხებულია - საქართველომ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა!

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება იზეიმა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა კანადის შემდეგ ბრაზილია 12:8 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 3:1 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებაზე 4-ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა - 6-2. მესამე მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა მხოლოდ 3 გოლი იხილა- 8:3. გადამწყვეტ პერიოდში ბრაზილიელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს, 4:5-იც გაიმარჯვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ნიკა შოშიაშვილი და მელეზი იყვნენ, რომლებმაც 3-3 გოლი გაიტანეს. ვაპენსკიმ და ბარლადიმ თავი ორჯერ გამოიჩნეს. თითო გოლი კი ჯახაიამ და იელაჩამ გაიტანეს. ბრაზილიის ნაკრები კი სამშობლოში დაბრუნდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილი იკავებს. დეიან სტანოევიჩის გუნდი მომდევნო მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18 თებერვალს თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები