საოცარი
Aa
Aa

საოცარი "ქამბექი" - ციციპასმა ნადალი დაამარცხა!

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა უმძიმეს ბრძოლაში 5 სეტში 3:6 2:6 7:6 6:4 7:5 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი აქტიურად ესპანელმა "მატადორმა" დაიწყო და პირველი ორი სეტი კორტზე რაფაელი დომინირებდა, რაც ანგარიშზეც აისახა. მარტივად 6:3 6:2.

ამის შემდეგ სტეფანოსმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო და უმძიმეს მესამე სეტში ტაი-ბრეიკზე 7:4 გაიმარჯვა და სხვაობა შეამცირა. მეოთხე სეტში თანაბარი თამაში ვიხილეთ, თუმცა ციციპასმა 1 ბრეიკის შესრულება შეძლო და სიტუაცია კულმინაციამდე მიიყვანა - იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა.

უკანასკნელ მეხუთე სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა ახალგაზრდა სტეფანოსმა უდიდესი ბრძოლის და თავდადების შედეგად ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო. შეხვედრა 4 საათი და 8 წუთი გრძელდებოდა.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები ისტორიაში ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვდნენ. ნადალმა 9-დან 7-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო დღეს კარიერაში მეორედ შეძლო ბერძენმა რაფაელის დამარცხება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ციციპასი დანილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ თანამემამულე ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები