ბრწყინვალე მუჩოვა - AUS OPEN-ზე ქალთა მეორე 1/2 ფინალური წყვილიც გაირკვა
Aa
Aa

ბრწყინვალე მუჩოვა - AUS OPEN-ზე ქალთა მეორე 1/2 ფინალური წყვილიც გაირკვა

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგში ორივე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა. სერენა უილიამსისა და ნაომი ოსაკას დაპირისპირების შესახებ გუშინვე ვიცოდით, დღეს კი ბადის მეორე მხარეს მოასპარეზე ჩოგბურთელები დაწყვილდნენ.

დღის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა და ავსტრალიელთა მთავარმა იმედმა, ეშლი ბარტიმ ახალგაზრდა ჩეხ კაროლინა მუჩოვასთან თამაში 3 სეტში დათმო. მუჩოვამ საწყისი პარტია 1:6 წააგო, რის შემდეგაც მეტოქეს 6:3; 6:2 აჯობა და დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში პირველად გავიდა.

მეორე მატჩი ორ ამერიკელს - ჯენიფერ ბრეიდისა და ჯესიკა პეგულას შორის ჩატარდა. ბრეიდიმ პირველი სეტი წააგო, მაგრამ დანარჩენ ორში სრულად დომინირებდა და 4:6; 6:2; 6:1 გაიმარჯვა. ბრეიდი ამერიკის ღია პირველობის ბოლო გათამაშების ნახევარფინალისტია და ზოგადად დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალში მეორედ ითამაშებს.

ის და მუჩოვა, ისევე როგორც უილიამსი და ოსაკა, AUS OPEN-ის ფინალისტს ხვალ გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები