საუკეთესო სეზონი - იოკიჩის მორიგი სტატისტიკური მიღწევა
Aa
Aa

საუკეთესო სეზონი - იოკიჩის მორიგი სტატისტიკური მიღწევა

ნიკოლა იოკიჩმა NBA-ის მიმდინარე სეზონში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი სტატისტიკა კიდევ უფრო გაამდიდრა. მეორე მხრივ, მის „დენვერს“ სერბის კარგი ასპარეზობა არ ეყო და „ბოსტონთან“ 13-ქულიანი სხვაობით - 99:112 დამარცხდა.

იოკიჩმა პარკეტზე 37:33 წუთი გაატარა და აქტივში 43 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი ჩაიწერა. სერბმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 40+ შეხვედრა ჩაატარა.

არადა, ამ სეზონამდე ნიკოლას NBA-ში მხოლოდ ოთხი 40+ მატჩი ჰქონდა, თანაც არც ერთ სეზონში ასეთი ერთზე მეტი შეხვედრა არ ჰქონია, წლევანდელ გათამაშებაში კი უკვე ვთქვით, რომ ქულების ასეთი რაოდენობით უკვე მესამედ გამოირჩა.

ცალსახაა, რომ ბალკანელ ცენტრს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. ამაზე სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება.

ამის მიუხედავად, მისი „დენვერი“ ვერ ბრწყინავს და მხოლოდ დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება. იოკიჩმა და კომპანიამ 15 მატჩი მოიგეს და 12-ში დამარცხდნენ. ისინი მომდევნო დაპირისპირებას „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები