მზადება მატჩებისთვის - ზუროსმა ნაკრები სრული შემადგენლობით ავარჯიშა
Aa
Aa

მზადება მატჩებისთვის - ზუროსმა ნაკრები სრული შემადგენლობით ავარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა გუნდი სრული შემადგენლობით ავარჯიშა. დილას, მსუბუქად დატვირთვის შემდეგ, სრულად დაიტვირთა გიორგი შერმადინი.

ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების კალათბურთელები კომპლექსურად, არაერთ კომპონენტში ავარჯიშა, თუმცა მეტი დრო კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. მწვრთნელებმა მოთამაშეებს ჯერ ცალ ფარში დაამუშავებინეს არაერთი კომბინაცია, შემდეგ კი ორმხრივი, სტანდარტული კალათბურთი ათამაშეს და დაცვისა თუ შეტევის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება. 

სამწვრთნელო შტაბი იმაზე მუშაობს, რომ ნაკრები 19 თებერვალს, სერბეთთან დაგეგმილ მატჩს სრულად მომზადებული შეხვდეს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური კუთხით. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები