არის პირველი გამარჯვება! - საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
Aa
Aa

არის პირველი გამარჯვება! - საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. დეიან სტანოევიჩის გუნდი საბერძნეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, კანადას დაუპირისპირდა და მეტოქე 14-11 დაამარცხა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 3-1 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებაზე 3-ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა - 6-3. მესამე მეოთხედი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა და მაყურებელმა ერთბაშად 8 გოლი იხილა - 4-4. გადამწყვეტ პერიოდში კანადელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენების მხრიდან ყველაზე შედეგიანი მარკო იელაჩა იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. ვაპენსკიმ, ბარალდიმ და ელეზამ მეტოქის კარი 2-2-ჯერ აიღეს, ხოლო იმნაიშვილმა, ბითაძემ, ჯახაიამ და შუშიაშვილმა თავი თითო-თითო გოლით გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2 მატჩის შემდეგ 1 გამარჯვება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. დეიან სტანოევიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავს და ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები