ზვერევი დამარცხებულია - ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ზვერევი დამარცხებულია - ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გავიდა

მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექსანდრ ზვერევს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 4 სეტში 6:7 6:2 6:4 7:6 დაამარცხა. 

ოთხივე სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მატჩის პირველ ნაწილში გერმანელი ჩოგბურთელი სეტზე აწვდიდა, თუმცა სერბმა დაბრეიკება მოახერხა და თამაში ტაი-ბრეიკში გადავიდა. ალექსანდრმა იყოჩაღა და 8:6 გაიმარჯვა.

მეორე სეტი ზვერევმა აქტიურად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ რეიტინგის პირველმა ნომერმა საკუთარი კლასი გამოავლინა და ანგარიში 6:2 დააფიქსირა. ნოვაკს აშკარად ეტყობოდა, რომ ტრავმა კვლავ აწუხებდა და ტკივილის ფონზე თამაშობდა.

მესამე ზეტი კვლავ გერმანელის კარნახით წარიმართა. ზვერევი 4:1-ს იგებდა, თუმცა ჯოკოვიჩი არ დანებდა და შეხვედრა თავის სასარგებლოდ შემოატრიალა 6:4. სერბი სეტებში დაწინაურდა.

მეოთხე და უკანასკნელ სეტში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. ზვერევი სეტზეც კი აწვდიდა, თუმცა ნოვაკმა თამაშში დაბრუნება კვლავ მოახერხა და ისევ დამატებითი ტაი-ბრეიკი დაინიშნა. ანგარიში პირველი სეტისნაირი დაფიქსირდა 8:6, თუმცა ამჯერად ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. მატჩი 3 საათი და 34 წუთი გრძელდებოდა. 

ამ გამარჯვებით მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ახალი რეკორდი დაამყარა. ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე მოგება-წაგების ბალანსი 80:8-ზე აქვს მეცხრედ გავიდა ნახევარფინალში, სადაც 27 წლის ასლან კარაცევს დაუპირისპირდება. კარიერაში კი ნოვაკი 39-ედ გავიდა ნახევარფინალში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები