რომან დოლიძე:
Aa
Aa

რომან დოლიძე: "ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია!"

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რატომ საუბრობს ის ხშირად რუსულად. დოლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სხვა საკითხებსაც შეეხო.

"ჩემი მისამართით ხშირია შეკითხვა თუ რატომ ვსაუბრობ რუსულად, რასაც ასევე მოყვება კომენტარი რომ ეს მტრის ენაა. ჩემი პასუხი ყოველთვის არის მტკიცე - უპირველეს ყოვლისა, პატივს ვცემ ყველა ეროვნებას და კულტურას, მჯერა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომლის ხალხს ომი სურს.

მნიშვნელოვანია შეგვეძლოს პოლიტიკისა და ხალხის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა. ცხადია, არსებობს ტელევიზიის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის აგრესიული ნაწილი, მაგრამ მოდით ნუ დავემგვანებით მათ!

ვიცი, ბევრი რუსი თვლის, რომ მათ უკრაინაში თუ საქართველოში უსამართლოდ ექცევიან, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა - მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საყვარელ უკრაინაში ჩემი მრავალწლიანი ცხოვრების დასაწყისში მხოლოდ რუსულად ვსაუბრობდი, ამ მიზეზით პრობლემა არასოდეს და არავისთან შემქმნია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ვეწინააღმდეგები და ვგმობ სუვერენული სახელმწიფოების მთლიანობაზე თავდასხმას, ვაპროტესტებ ძალადობრივ ქმედებებს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ.

ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია!

საქართველო ჩემი სამშობლოა, რომლისთვის სიცოცხლესაც დავთმობ. მაგრამ შეგნებისა და ღირსების გამო არ შემიძლია პოლიტიკური ნიშნით სხვა ერის სიძულვილი."

???????? ჩემი მისამართით ხშირია შეკითხვა თუ რატომ ვსაუბრობ რუსულად, რასაც ასევე მოყვება კომენტარი რომ ეს მტრის ენაა. ჩემი...

Posted by Roman Dolidze on ორშაბათი, 15 თებერვალი, 2021

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძეს UFC-ში 2 ბრძოლა აქვს გამართული და ორივე მოიგო. ბოლო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ჯონ ალანი დაამარცხა და ამის გამო მან 27500 აშშ დოლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები