დიმიტროვიც დაამარცხა - ასლან კარაცევი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

დიმიტროვიც დაამარცხა - ასლან კარაცევი ნახევარფინალშია!

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც სენსაციურად დასრულდა. რეიტინგის 114-ე ნომერმა ასლან კარაცევმა გამოცდილი გრიგორ დიმიტროვი 4 სეტში 2:6 6:4 6:1 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

2021 წლის AUS OPEN-ზე 27 წლის ჩოგბურთელი სენსაციურად შემოიჭრა. აღსანიშნავია, რომ რუსი დიდი სლემის ტურნირზე კვალიფიკაციის შემდეგ მოხვდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ასლანმა ბრენდონ ნაკაშიმა, მაქს პარსელი და ალექსანდრ მიულერი დაამარცხა. ძირითად ბადეში კი კარაცევმა ჯანლუკა მაგერი(6:3 6:3 6:4), ეგორ გერასიმოვი(6:1 6:0 6:1), დიეგო შვარცმანი(6:3 6:3 6:3), ოჟე-ალიასიმი(3:6 1:6 6:3 6:3 6:4) და გრიგორ დიმიტროვი იმსხვერპლა.

ცნობისთვის, რუსი ჩოგბურთელისთვის 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა პირველი დიდი სლემის ტურნირია და ის უკვე ნახევარფინალშია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

13 თვის წინ კარაცევის სარეიტინგო ქულები დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად საკმარისი არ იყო. უკანასკნელი 1 წელი კი მისთვის მართლაც დასამახსოვრებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ასლანი AUS OPEN-ის ისტორიაში გახდა მეხუთე მოთამაშე, რომელმაც კვალიფიკაციის გავლით ნახევარფინალში გააღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები