ტკივილი და ცრემლები - დეივისმა აქილევსის მყესი დაიზიანა
Aa
Aa

ტკივილი და ცრემლები - დეივისმა აქილევსის მყესი დაიზიანა

NBA-ს უკანასკნელ ტურში "ლეიკერსი" "დენვერს" დაუპირისპირდა და 122:105 დამარცხდა. წაგება უმნიშვნელო გახდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ლოს-ანჯელესელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ენტონი დეივისმა აქილევსის მყესი დაიზიანა.

ამერიკელმა ტრავმა მეორე მეოთხედში მიიღო. ენტონიმ დაზიანების სიმძიმე იმ მომენტშივე გაიაზრა და ცრემლები ვერ შეიკავა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დეივისმა 28 მატჩიდან 23-ში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დიდ დატვირთვას იღებს. ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოიანაროვსკი მომხდართან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პირველადი გამოკვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მას აქილევსის მყესი დაუზიანდა, თუმცა როგორც ირკვევა გაწყვეტილი არ არის. ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ ენტონის სეზონი არ გაუცდება.

ლოს-ანჯელესში დაბრუნების შემდეგ "ლეიკერსის" თავდამსხმელს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება. ადრიანი იმასაც ამბობს, რომ მინიმუმ 10 მარტამდე დეივისის დაბრუნება გამორიცხულია. მისი დაზიანების შესახებ ოფიციალური ცნობა კი განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები