Aa
Aa

ტოპ 5 ლიგაში მე-3 - ობამეიანგის გამორჩეული შედეგი

ლონდონის „არსენალის“ გაბონელმა ვარსკვლავმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ლიდსის“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიქით გამორჩეული სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა.

იგი ისტორიაში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატიდან 3-ში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. აფრიკელმა ფორვარდმა ეს საფრანგეთის ლიგა 1-ში, გერმანიის ბუნდესლიგასა და ინგლისის პრემიერ ლიგაში გააკეთა.

ამავე სამ ჩემპიონატში მიითვალა ჰეთ-თრიქი სალომონ კალუმ. ამ შედეგის კიდევ ერთმა ავტორმა, ალექსის სანჩესმა კი თავი იტალიის სერია A-ში, ესპანეთის ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერ ლიგაში გამოიჩინა.

ობამეიანგმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი მოაგროვა. მის გარდა, გუშინდელ მატჩში ექტორ ბელერინმაც შეაგდო, საბოლოოდ კი „მეთოფეებმა“ 4:2 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ჯამურად 201 გოლი მოაგროვა. იგი „ბებერ კონტინენტზე“ 2009-10 წლების სეზონიდან თამაშობს.

მიკელ არტეტას გუნდს ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ 34 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე აინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 6 ქულა აშორებს. ლონდონელები მომდევნო ტურში ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები